Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში, სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე


საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სხვადასხვა დროს მონაწილე და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილი ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალური გვერდი იუწყება. მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა სენატორ ბენჯამინ კარდინს, რომელიც საქართველოს საგარეო კურსითა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა და ამერიკელმა სენატორმა სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
XS
SM
MD
LG