Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ვალდებულია კანონი დაიცვას


პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო და დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი - ამის შესახებ თბილისში სტუდენტების მიერ 1 მაისს გამართული აქციის დაშლის კომენტირებისას დღეს განაცხადა საქართველოს შს-თა მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ სტუდენტების მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი მანიფესტაცია არაორგანიზებულ და ქაოტურ აქციაში გადაიზარდა. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა სტუდენტების აქტიურობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას მიესალმება, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ვალდებულია კანონი დაიცვას.
XS
SM
MD
LG