Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობის ჯარები წინ მიიწევენ ქალაქ ჰომსში


სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგული ჯარსიკაცები, ცნობების თანახმად, წინ მიიწევენ დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰომსში, საიდანაც მეამბოხეების განდევნას ცდილობენ. ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ აცხადებს, რომ მთავრობის ჯარებმა დაიპყრეს ჰომსის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი. ქალაქის ნაწილს წელიწადზე მეტია, მეამბოხეები აკონტროლებენ. ჰომსი დამასკის ჩრდილოეთით, 160-მდე კილომეტრში მდებარეობს და სირიაში სიდიდით მეასმე ქალაქია. სირიაში ამ ორი წლის წინ დაწყებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70 000-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG