Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქების შედეგად რვა პოლიციელი დაიღუპა


ავღანეთში რვა პოლიციელი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება აღმოსავლეთში მდებარე ლოგარის პროვინციაში მოხდა. პოლიციის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ პოლიციელები ნატოს ჯარების წევრებთან ერთად პატრულს ახორციელებდნენ, როცა მათი ავტომანქანა ბომბზე აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG