Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო აზერბაიჯანს აკრიტიკებს


ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხში, დუნია მიატოვიჩმა აზერბაიჯანი გააკრიტიკა იმის გამო, რომ არ ასრულებს ცილისწამების დეკრიმინალიზაციის შესახებ დადებულ პირობას. მიატოვიჩმა ამ საკითხზე ისაუბრა კოსტა რიკის დედაქალაქ სან ხოსეში, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისას. მიატოვიჩის თქმით, ბაქომ 2006 წელს დადო პირობა, რომ აღარ აღძრავდა საქმეებს ცილისწამების ბრალდებით, მაგრამ მთავრობამ ბოლოხანს წამოაყენა ცვლილებების პროექტი, რომელიც, მიატოვიჩის თქმით, „საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის“. აზერბაიჯანის მთავრობისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრებს მედია ხშირად ადანაშაულებს ნეპოტიზმსა და კორუფციაში.
XS
SM
MD
LG