Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი აშშ-ს კვლავ მოუწოდებს, დახუროს გუანტანოს საპატიმრო


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კვლავ მოუწოდა აშშ-ს, დახუროს გუანტანამოს საპატიმრო, კუნძულ კუბაზე. ეს კარზაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, დანიაში ვიზიტისას. გუანტანამოს 166 პატიმრიდან ამჟამად 100 შიმშილობს. კარზაიმ აშშ-ს მოუწოდა, ჰუმანიტარული მოსაზრებებით იხელმძღვანელოს ამ საპროტესტო აქტის მიმართ. პრეზიდენტმა ობამამ თავისი პირველ წინასარჩევნო კამპანიისას დადო პირობა, რომ დახურავდა გუანტანამოს საპატიმროს, მაგრამ ვერ შეასრულა დანაპირები.
XS
SM
MD
LG