Accessibility links

აშშ-ის პხენიანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მისი დაკავებული მოქალაქე


ვაშინგტონმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, გამოაცხადოს ამნისტია და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკი სკორეული წარმოშობის მოქალაქე, რომელიც კორეაში შარშან დააპატიმრეს და 30 აპრილს 15 წლიანი განაჩენი გამოუტანეს. კენეტ ბეი, როგორც მას აშშ-ის მოიხსენიებენ, ჩრდილოეთი კორეის მიმართ მტრული ქმედებებისთვის გაასამართლეს. ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, პატრიტკ ვენტრელმა მოწოდა პხენიანს მისი განთავისუფლებისკენ. ვენტრელმა განაცხადა, რომ შვედ დიპლომატებს, რომლებიც აშშ-ის ინტერესებს წარმომადგენენ პხენიანში, არ მიეცათ საშუალება სასამართლოს დასწრებოდნენ და ერთი კვირაა არ უნახავთ განსასჯელი. ბეი ჩრდილოეთ კორეაში ტურისტად ჩავიდა და მაშინ დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG