Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუ: პალესტინელებთან ნებისმიერი შეთანხმება რეფერენდუმზე უნდა გამოვიტანოთ


სამშვიდობო შეთანხმების ნებისმიერი ვარიანტი, რომელიც მიიღწევა ისრაელსა და პალესტინელთა ავტონომიას შორის, რეფერენდუმზე უნდა იქნას გამოტანილი, თვლის ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეტანიაჰუ. ეს განცხადება გაისმა ხუთშაბათს, ნეტანიაჰუსა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დროს. ასეთი რეფერენდუმის ჩეატარებას მხარი დაუჭირეს ასევე, ნეტანიაჰუს კოალიციის პარტნიორებმა. მოლაპარაკება ამ კონფლიქტის მონაწილეთა შორის სამი წლის წინ შეწყდა. საზოგადოებივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ისრაელთა უმეტესობა პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას ემხრობა, მაგრამ იერუსალიმის განაწილების გარეშე.
XS
SM
MD
LG