Accessibility links

logo-print

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს


გუშინ საჩხერის რაიონის სოფელ ხვანის ორი მკვიდრი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ისინი რუსეთის სამხედროებმა ჯონჯოლის კრეფის დროს აიყვანეს. დაკავებულები ზნაურის რაიონში გადაიყვანეს. დაკავებულების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ არ გაუთავისუფლებიათ ასევე საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის 6 მკვიდრი, რომლებიც ასევე ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავეს.
XS
SM
MD
LG