Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა შეეფარდა ჩუმლაყში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის ორ წევრს


გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ჩუმლაყის სტიქიის შემსწავლელი კომისიის ორ წევრს შინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ და ორმა წევრმა კეთილსინდისიერად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა - არ შეისწავლეს კონკრეტული ნაკვეთების რაოდეობა და დაზიანების ხარისხი.
XS
SM
MD
LG