Accessibility links

logo-print

პაკისტანში მოკლეს პროკურორი, რომელიც ბჰუტოს მკვლელობის საქმეს იძიებდა


პაკისტანში მოკლეს პროკურორი ჩაუდრი ზულფიკარი, რომელიც ხელმძღვანელობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის გამოძიებას. პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა პარასკევს დილით მოაწყეს თავდასხმა პროკურორზე, როცა ის მანქანით მიდიოდა სასამართლოში. პოლიციის ცნობით, მოკლულია გამვლელი ქალიც, დაიჭრა პროკურორის მცველი. ზულფიკარი იძიებდა 2007 წელს ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობას, რომლის გამოც დაუდევრობაში ადანაშაულებენ ყოფილ სამხედრო მმართველს, ფერვეზ მუშარაფს. გაერომ 2010 წელს გამოაქვენა ანგარიში, რომელშიც გამოთქმულია შეფასება, რომ შესაძლებელი იყო ბჰუტოს მკვლელობის თავიდან აცილება. დღეს მოკლული პროკურორი მონაწილეობდა ასევე 2008 წელს ბომბეიში ტერაქტების მოწყობაში ბრალდებული ექსტრემისტული ჯგუფის, „ლაშქარ-ე ტაიბას“ წევრების გასამართლებაში. ტერაქტებმა 166 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG