Accessibility links

logo-print

მსოფლიოში აღნიშნავენ პრესის თავისუფლების დღეს


მსოფლიოში აღნიშნავენ პრესის თავისუფლების დღეს, გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლებისათვის შექმნილ საფრთხეებზე ყურადღების გასამახვილებლად. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1993 წელს გამოაცხადა 3 მაისი პრესის თავისუფლების დღედ. მის აღსანიშნავად გამოქვეყნებულ ანგარიშში, ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალი“ აღნიშნავს, რომ სირიაში მეამბოხეებსაც და მმართველი რეჟიმის ჯარებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ჟურნალისტების მოკვლაზე, დაპატიმრებასა და წამებაზე. ხოლო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური სია ქვეყნებისა, რომლებშიც ჟურნალისტებს ხოცავენ და მთავრობები დანაშაულებს ვერ იძიებენ. სიაში პირველ ადგილზეა ერაყი, მას მოჰყვებიან ფილიპინები, შრი ლანკა, კოლუმბია, ავღანეთი, მექსიკა, პაკისტანი, რუსეთი და ბრაზილია.
XS
SM
MD
LG