Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში 500-ს გადააჭარბა შენობის დანგრევის მსხვერპლთა რიცხვმა


ბანგლადეშელი ოფიციალური პირების განცხადებით, პარასკევს 500-ს გადააჭარბა გასულ კვირაში შენობის დანგრევის შედეგად დაღუპულების რიცხვმა. ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება 100-ზე მეტი ადამიანი. დედაქალაქ დაკასთან მდებარე რვასართულიანი შენობა, რომელსაც ტანისამოსის დამამზადებელი ხუთი კომპანია იყენებდა, 24 აპრილს დაინგრა. კატასტროფის დროს შენობაში 3000-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG