Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 პირს ოფიციალური ბრალდებები წარუდგინეს სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში დარღვევებისთვის


დღეს ოფიციალური ბრალდებები წარუდგინეს 7 პირს, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმის გამოძიებისას 1 მაისს დააკავეს საქართველოს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა. სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის დაკავებულნი არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო საწარმო ,,მექანიზატორის" თანამდებობის 5 პირი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი და ჩეხური კომპანია ”ზეტორის” წარმომადგენელი. არცერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მომხდარის გამო 2 მაისს თანამდებობიდან გადადგა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.
XS
SM
MD
LG