Accessibility links

logo-print

ქართველი სამართალდამცავები განაგრძობენ ოსურ მხარესთან მოლაპარაკებას დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების თაობაზე


ცხინვალის რეგიონთან დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გასათავისუფლებლად ქართველი სამართალდამცავები ოსურ მხარესთან მოლაპარაკებას განაგრძობენ - ამის შესახებ სააგენტო ჯიეიჩენს განუცხადა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დავით სუჯაშვილმა. გასული 2 დღის განმავლობაში რუსეთის სამხედროებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს საჩხერის რაიონის სოფლების ხვანის და კორბოულის 13 მკვიდრი. მათგან 5 არასრულწოვანი ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მონაწილეობით ოსურმა მხარემ 2 მაისს გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG