Accessibility links

პაკისტანში დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატი მოკლეს


პაკისტანში მოკლეს დეპუტატობის კანდიდატი სადიყ ზამან ხატაკი, მის ვაჟიშვილთან ერთად. ხატაკის რამდენჯერმე ესროლეს მას შემდეგ, რაც ქალაქ კარაჩიში მეჩეთიდან გამოვიდა შვილთან ერთად. ხატაკი ბიზნესში საქმიანობდა და „ეროვნულ პარტია ავამის“ კანდიდატად იყო რეგისტრირებული 11 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ცნობების თანახმად, მას მოკვლით ემუქრებოდნენ. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა თალიბანმა იკისრა. ამასთან, თალიბანის წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ გაგრძელდება თავდასხმები სეკულარული პარტიების წევრ კანდიდატებზე. აპრილიდან მოყოლებული, პაკისტანში 60-მდე ადამიანის მკვლელობას უკავშირებენ 11 მაისის არჩევნებს.
XS
SM
MD
LG