Accessibility links

ობამამ ვეტერანი დიპლომატი საგანგებო წარგზავნილად დანიშნა ავღანეთსა და პაკისტანში


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვეტერანი დიპლომატი ჯეიმს დობინსი დანიშნა ავღანეთსა და პაკისტანში საგანგებო წარგზავნილად. ამის თაობაზე პარასკევს ვაშინგტონში სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. 70 წლის დობინსი ამ დანიშვნამდე, როგორც აშშ-ის ელჩი ევროკავშირში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ევროპის საკითხებში. უფრო ადრე კი იგი RAND-ის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორადაც მუშაობდა და სხვადასხვა დროს იყო პრეზიდენტის წარგზავნილი ბოსნია-ჰერცეგოვინაში, კოსოვოში, ჰაიტსა და სომალიში. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დუბინსი აშშ-ის წარმომადგენლად დანიშნა ავღანეთის ოპოზიციასთან თანამშრომლობის საკითხებში, მოგვიანებით კი დიპლომატი თალიბანის შემდგომი მთავრობის ფორმირებაშიც მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG