Accessibility links

logo-print

ისრაელმა საჰაერო დარტყმა განახორციელა სირიაში


ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელმა საჰაერო დარტყმა განახორციელა სირიის სამხედრო ობიექტზე. ოფიციალური პირები, რომლებმაც თავიანთი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვეს, ვარაუდობენ, რომ დარტყმა არ იყო მიმართული ქიმიური იარაღის შესანახი ობიექტის წინააღმდეგ. მოგვიანებით ისრაელიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჰაერო დარტყმა განახორციელდა სირიის გემებზე, რომლებზეც იმყოფებოდა ლიბანში დაფუძნებულ გასამხედროებულ დაჯგუფება „ჰიზბოლასთავის“ განკუთვნილი რაკეტები. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ისრაელში ანონიმური წყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ხუთშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების დახურულ სხდომაზე. ისრაელის მხარეს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ არ არის გათვალისწინებული სირიაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნა. სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების დამამტკიცებელი სამხილების მოპოვების შემთხვევაში, მათ, ობამას განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობას წარუდგენენ.
XS
SM
MD
LG