Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებში ორი გვამი იპოვეს


ყირგიზეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს განცხადებით, ორი გვამი იპოვეს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებში, პარასკევს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ. საქმე ეხება საწვავგამმართავ თვითმფრინავს, რომელშიც ამერიკელების ეკიპაჟი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ჩამოვარდა ბიშკეკთან მდებარე მანასის სამხედრო-საჰაერო ბაზიის დასავლეთით, 160-მდე კილომეტრში. ჯერ არ დაუდგენიათ, რამ გამოიწვია ავარია. გრძელდება ეკიპაჟის მესამე წევრის ძებნა. აშშ მანასის საჰაერო ბაზას იყენებს ავღანეთში და ავღანეთიდან ჯარისკაცების და ტვირთების ტრანსპორტირების გზაზე.
XS
SM
MD
LG