Accessibility links

logo-print

კარზაი „თალიბანს“ ავღანეთის მტრებთან ბრძოლისაკენ მოუწოდებს


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი თალიბანს მოუწოდებს, იარაღი მიმართოს იმათ წინააღმდეგ, ვინც ავღანეთს ემტერება. კარზაიმ შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მოუწოდა ექსტრემისტებს, "გვერდში ამოუდგნენ" მუჰამად ყასიმს - ავღანელ პოლიციელს, რომელიც ამ კვირაში დაიღუპა, პაკისტანის საზღვარზე ექვსსაათიანი შეტაკებისას. ავღანელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ავღანელმა ჯარისკაცებმა დაანგრიეს სასაზღვრო ბლოკ-პოსტი, რომელიც ბოლოხანს აღმართეს პაკისტანელებმა ე.წ. დურანდის ხაზთან - ასე უწოდებენ ბრიტანელების მიერ მე-19 საუკუნეში გავლებულ საზღვარს. ავღანეთი და პაკისტანი ერთმანეთს ადანაშაულებენ ინციდენტის დაწყებაში. ინციდენტამდე ქაბულმა რამდენჯერმე მოითხოვა ისლამაბადისაგან ბლოკ-პოსტის აღება, რადგან ის, ავღანეთის შეფასებით, მის ტერიტორიაზე იდგა. პაკისტანი საერთაშორისო საზღვრად მიიჩნევს დურანდის ხაზს, რომელსაც ავღანეთი არ ცნობს.
XS
SM
MD
LG