Accessibility links

logo-print

ისრაელი ადასტურებს სირიის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმის განხორციელებას


ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დღეს დაადასტურეს, რომ საბრძოლო თვითმფრინავებმა დარტყმა განახორციელეს სირიის წინააღმდეგ, რათა არ დაეშვათ რაკეტების მიწოდება ლიბანში დაფუძნებულ გასამხედროებულ მოძრაობა „ჰიზბოლასთვის“. ოფიციალურმა პირებმა, რომლებსაც თავიანთი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურთ, აღნიშნეს, რომ სამხედრო ტვირთი არ შეიცავდა ქიმიურ იარაღს. ამავე წყაროს ცნობით, საჰაერო დარტყმა პარასკევს დილით განხორციელდა, არ დაზუსტებულა სად. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ ისრაელი მზად არის, მიმართოს სამხედრო ზომებს, რათა არ დაუშვას სირიიდან სამხედრო იარაღის ან სხვა სახის შეიარაღების მიწოდება "ჰიზბოლასთვის".
XS
SM
MD
LG