Accessibility links

logo-print

თეირანი გმობს სირიაზე ისრაელის საჰაერო იერიშს


ირანის საგარეო უწყების პრესმდივანმა დაგმო სირიაზე ისრაელის საჰაერო დარტყმა და რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, ხმა აიმაღლონ თელ-ავივის წინააღმდეგ. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, საგარეო უწყების პრესმდივანმა რამინ მეჰმანპარასტმა ისრაელი „აგრესიაში“ დაადანაშაულა და საჰაერო დარტყმას უწოდა რეგიონის დესტაბილიზაციის „მიზანმიმართული მცდელობა“. მეჰმანპარასტის ეს გამოხმაურება მოჰყვა სირიის სახელმწიფო მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ ისრაელმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა დამასკში მდებარე სამხედრო-კვლევით ცენტრზე. ეს ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც კვირა დილით დამასკი აფეთქებებმა შეარყია. ჯერ არაფერს იუწყებიან მსხვერპლზე, ან ნგრევის მასშტაბზე. არ გავრცელებულა არც ისრაელის კომენტარი.
XS
SM
MD
LG