Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიაში საყოველთაო არჩევნები ტარდება


მალაიზიაში საყოველთაო არჩევნები იმართება - როგორც იუწყებიან, ყველაზე კონკურენტულ გარემოში მას შემდეგ, რაც მალაიზიამ 1957 წელს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ხელისუფლების სათავეში 50 წელიწადზე მეტი ხანია, კოალიცია „ეროვნული ფრონტი“ დგას. ამჯერად, არჩევნებში გამარჯვების თანაბარ შანსებს უწინასწარმეტყველებენ მას და ოპოზიციურ „სახალხო ალიანსს“. ელექტორატმა უნდა განსაზღვროს, ვის ერგება 222 საპარლამენტო მანდატი და ვინ დაიკავებს 500-ზე მეტ ადგილს მალაიზიის შტატების ადგილობრივ საკრებულოებში.
XS
SM
MD
LG