Accessibility links

logo-print

მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომას ზეიმობენ


მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ. წუხელ, ტრადიციისამებრ, საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში შესრულდა ღამისთევის მსახურება. სამების საკათედრო ტაძარში, მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელომა, კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. მართლმადიდებლებს აღდგომა მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც. ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა აღდგომას. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მისიაში მონაწილე ქართველებთან ერთად დაესწრო სააღდგომო ლიტურგიასაც. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ალასანიამ სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. მას ზეიმობენ სხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიებიც, მათ შორის რუსეთში. მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრნენ რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი და დმიტრი მედვედევი.
XS
SM
MD
LG