Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აღნიშნეს ბოლოტნაიას მოედანზე აქციის დარბევის წლისთავი


მოსკოვის ცენტრში გაიმართა საპროტესტო აქცია, ბოლოტნაიას მოედანზე ასობით დემონსტრანტის დაპატიმრების წლისთავის აღსანიშნავად. 2012 წლის 6 მაისს, როცა აქტივისტები აპროტესტებდნენ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით გამარჯვებას, მოხდა დაპირისპირება პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის. განვლილი წლის განმავლობაში 28 ადამიანს წარუდგინეს „ბოლოტნის საქმესთან“ დაკავშირებული ბრალდებები, ბრალდებულთა დაახლოებით ნახევარი პატიმრობაშია. პოლიციის ცნობით, კვირას გამართული სანქცირებულ დემონსტრაციაში 400-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქტივისტები ორაშათს, 6 მაისსაც აპირებენ აქციის ჩატარებას.
XS
SM
MD
LG