Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში გააპროტესტეს პრეზიდენტ ოლანდის მმართველობის პირველი წელი


პარიზში გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია პრეზიდენტად ფრანსუა ოლანდის არჩევიდან ერთ წელიწადში, მისი მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. აქციის მონაწილეების აზრით, ოლანდმა უღალატა მემარცხენე მხარდამჭერებს და ხელი შეუწყო ევროპაში კრიზისის გაღრმავებას, დიდი ბიზნესის და არა მშრომელთა ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭებით. საპროტესტო აქციები გამართეს მემარჯვენეებმაც. მათ უკმაყოფილებას იწვევს მთავრობის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ჰომოსექსუალურ წყვილთა ქორწინების და მათ მიერ შვილის აყვანის ლეგალიზებას. დემონსტრაციებს წინ უსწრებდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ ოლანდი ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG