Accessibility links

logo-print

გაეროს საგამოძიებო კომისია ადასტურებს ჯგუფი სირიელი მეამბოხეების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას


სირიის საკითხზე გაეროს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის წევრმა კარლა დელ პონტემ განაცხადა, რომ დღემდე მოძიებული მტკიცებულებების მიხედვით, სირიელმა მეამბოხეებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. იტალიურენოვანი შვეიცარიული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კარლა დელ პონტემ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა სირიის მეზობელ ქვეყნებში დაკითხეს ქიმიური იარაღის სავარაუდო მსხვერლი და ის ექიმები, ვინც დაშავებულებს მკურნალობენ. დელ პონტემ განაცხადა, რომ მიცემული ჩვენებები ადასტურებს სირიელი მეამბოხეების მიერ ზარინის აირის გამოყენებას. კარლა დელ პონტეს თანახმად, საგამოძიებო კომისიას ჯერ არ გააჩნია სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებები. დელ პონტეს არ დაუზუსტებია როდის და სად იყო გამოყენებული ზარინის აირი. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა და მეამბოხეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში.
XS
SM
MD
LG