Accessibility links

logo-print

ბანგლადეშის დედაქალაქში მსხვერპლი მოჰყვა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას


ბანგლადეშში მსხვერპლი მოჰყვა შეტაკებას სამართლდამცავებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის. უშიშროების ძალებმა ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში დღეს დაშალეს აქცია, რომელშიც ათობით ათასი ისლამისტი მონაწილეობდა. გამოყენებული იყო ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები. მედიის ცნობით, დაპირისპირებას სულ ცოტა 10 ადამიანი ემსხვერპლა. 7 დაკაში დაიღუპა, 3 კი - მის გარეუბანში. ისლამისტებს სურთ გამკაცრდეს კანონი მკრეხელობის წინააღმდეგ და ამისთვის სიკვდილით დასჯაც დაწესდეს. გარდა ამისა, მოთხოვნებს შორის არის ისლამის სწავლების მეტად გაძლიერება.
XS
SM
MD
LG