Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ეგიდით გზებზე უსაფრთხოების კვირეული დაიწყო


დღეს გაეროს ეგიდით დაიწყო საავტომობილო გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მსოფლიო კვირეული. წელს აქცენტი კეთდება ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებაზე. ფეხით მოსიარულეები, განსაკუთრებით - ბავშვები და ხანდაზმულები ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ერთ მეოთხედს შეადგენენ. წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლი მსოფლიოში მილიონ ორასორმოცდაათი ათასი ადამიანი ხდება. რისკი განსაკუთრებით მაღალია დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებში, სადაც მკვეთრად გაიზარდა ავტომანქანების რაოდენობა და ვერ ხერხდება ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების სათანადოდ დაცვა. გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მთავრობებმა უნდა იზრუნონ ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებაზე, აგრეთვე ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის თავიდან აცილებაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სურს, რომ დაცული იყოს სიჩქარის შეზღუდვა, გაკეთდეს ტროტუარები და ეფექტიანად დაისაჯონ ნასვამი მძღოლები.
XS
SM
MD
LG