Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელ და პაკისტანელ სამხედროებს შორის კვლავ მოხდა შეტაკება


ავღანეთისა და პაკისტანის სამხედროებს შორის კვლავ ატყდა სროლა სადავო სასაზღვრო არეალში. ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, შეტაკება გოშთას რაიონში, პაკისტანის საზღვართან ახლომდებარე ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. „ჩვენ მივაღწიეთ პირდაპირ სამხედრო კონტაქტებს და ვცდილობთ მოვაგვაროთ აღნიშნული პრობლემა. სროლა თავპირველად მეორე მხრიდან, პაკისტანიდან დაიწყო და შემდეგ ჩვენმა ჯარისკაცებმა გახსნეს საპასუხო ცეცხლი. მაგრამ პირდაპირ სამხედრო კონტაქტები ამოქმედებულია და ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას,“- განუცხადა 6 მაისს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა, აიზაზ აჰმად ჩაუდრიმ რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს. ეს არის იგივე არეალი, სადაც გასულ კვირას ავღანეთის ძალებმა მოშალეს დურანდის ხაზთან ცოტა ხნის წინ აგებული პაკისტანის არმიის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. წინა შეტაკების დროს ერთი ავღანელი მესაზღვრე დაიღუპა. ორ ქვეყანას შორის სადაო საზღვარი მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის მიერ დადგინდა. ავღანეთის მთავრობა სასაზღვრო კონფლიქტის ესკალაციაში ბრალს დებს პაკისტანს, რომელსაც ქაბულის აზრით, ამით სურს აიძულოს ავღანეთი, ოფიციალურად აღიაროს დურანდის ხაზი, როგორც საზღვარი ორ ქვეყანას შორის.
XS
SM
MD
LG