Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტი აბორტის აკრძალვაზე იმსჯელებს


მოელიან, რომ საქართველოს პარლამენტი დაიწყებს მსჯელობას ქვეყანაში აბორტების აკრძალვაზე, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში აბორტის უკანონოდ გამოცხადების საიჭიროებაზე ისაუბრა. ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ უთხრა ჟურნალისტებს, იგი აბორტების შერჩევით აკრძალვას ემხრობა, რადგან მიიჩნევს, რომ ჩანასახის მოშორების სწრაფმა და საყოველთაო აკრძალვამ ქვეყანაში, შესაძლოა, გაზარდოს არალეგალური აბორტები, რაც ხშირად დედის დაღუპვით მთავრდება. კვირას სააღდგომო ეპისტოლეში, ილია მეორემ აბორტს უწოდა „ჩვილების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტვა უწოდა“ და განაცხადა, რომ ეკლესია მზად არის უპატრონოს იმ ბავშვებს, რომელთა გაზრდასაც მშობლები ვერ ახერხებენ. „როგორც ცნობილია, ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 36 000 აბორტი კეთდება, (რეალურად კი გაცილებით მეტი შემთხვევაა), მკვდრადშობილ ჩვილთა რაოდენობა კი 1400-მდე აღწევს“, - ნათქვამია ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კვირას განაცხადა, რომ აბორტების რაოდენობის შემცირება, შესაძლოა, საშუალო ქართული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგოამრეობის გაუმჯობესებით მოხდეს.
XS
SM
MD
LG