Accessibility links

ინდოეთსა და ჩინეთს სადაო ჰიმალაის არეალიდან ჯარები გაყავთ


გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა და ინდოეთმა საჯარისო ნაწილების გაყვანა დაიწყეს სადაო ჰიმალაის სასაზღვრო არეალიდან, რითაც დასრულდება სამკვირიანი დაპირისპირება. ინდოეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მხარეებმა კვირას მიღწიეს ქვედანაყოფების გაყვანის შესახებ შეთანხმებას. ინდოეთი აცხადებს, 15 აპრილს რომ ჩინეთის საჯარისო ქვედანაყოფი ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში, 10 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ. საუბარია ლადახის რეგიონზე, რომელსაც დელი ინდოეთის კუთვნილებად მიიჩნევს. ამის შემდეგ, ჩინეთისა და ინდოეთის ჯარისკაცების ერთმანეთის პირისპირ 100 მეტრის სიახლოვეს აღმოჩნდნენ. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა ორშაბათს დაწყებული ძალთა დაშორიშორების შესახებ, რომლის ფონია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სალმან ხურშიდის ვიზიტი პეკინში, რომელიც რამდენიმე დრეი უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG