Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინისა და კერის შეხვედრა სამშაბათს გაიმართება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრით დაიწყებს ორდღიან ვიზიტს რუსეთის ფედერაციაში. ამის შესახებ ორშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ვიზიტის ფონია რუსეთისა და აშშ-ის პოზიციების დაშორება მთელ რიგ საკითხებში, როგორიცაა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი, რუსი ბავშვების გაშვილება და მაგნიტსკის სია, რომელიც სანქციებს უწესებს იმ რუს მოხელეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა შელახვაში ედებათ ბრალი. მოელიან, რომ რუსეთში ვიზიტის დროს კერი შეეცდება დაარწმუნოს რუსეთი, შეწყვიტოს ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა. ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი კი მომავალ თვეში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, „დიდი რვიანის“ სამიტის პარალელურად შეხვდებიან ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG