Accessibility links

logo-print

პაკისტანში საარჩევნო მსვლელობაზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა


15 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ კურამის თემურ არეალში, სადაც წინასაარჩევნო მსვლელობა მოეწყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, იერიშის შედეგად 45 ადამიანი დაიჭრა, ზოგიერთი მათგანი კი ექიმების ცნობით, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ინფორმაციით, მსვლელობა თალიბანის მომხრე პოლიტიკური პარტიის ჯამიათ ულემა ეისლამიას მიერ იყო ორგანიზებული. პასუხისმგებლობა მომხდარ აფეთქებაზე არავის აუღია. აპრილიდან მოყოლებული, რაც პაკისტანში წინასაარჩევნო პერიოდ დაიწყო, საარჩევნო სუბიექტებზე მომხდარ სხვადასხვა თავდასხმებში 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საპარლამენტო არჩევნები პაკისტანში კი 11 მაისსაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG