Accessibility links

logo-print

გიუნტერ ბეხლეში: დავით კირვალიძის გადადგომა ევროპული ყაიდის სწორი გადაწყვეტილება იყო


მინისტრის პოსტიდან დავით კირვალიძის გადადგომა ევროპული ყაიდის სწორი გადაწყვეტილება იყო - განაცხადა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საქართველოში შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა. მისივე შეფასებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომა ღირსეული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის საქციელი იყო. "სამწუხაროა, რომ მას მოუწია თანამდებობა დაეტოვებინა, რადგან აგრარული სექტორისთვის პერსპექტიული და გრანდიოზული პროგრამა დაიწყო” - განაცხადა ბეხლერმა. ელჩი აღნიშნავს, რომ არ შეუძლია იმაზე საუბარი, თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ რადგან გამოძიებაა დაწყებული, სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომა იყო სწორი, რითიც მან ხაზი გაუსვა, რომ არაფერი აქვს დასამალი და არც პასუხისმგებლობას გაურბის. ელჩის შეფასებით, დავით კირვალიძის თხოვნის დაკმაყოფილებით კარგად მოიქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც საზოგადოებას დაანახა, რომ კორუფციის, განსაკუთრებით ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გატარდება. გიუნტერ ბეხლერს იმედი აქვს, რომ დავით კირვალიძე კორუფციულ გარიგებებში გარეული არ იქნება და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას შეძლებს.
XS
SM
MD
LG