Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ბოლოტნაიას მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა


მოსკოვში, დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თანახმად, ათეულათასობით ადამიანი მივიდა. პოლიციის ცნობით, აქცის მონაწილეთა რიცხვი შვიდი ათასი იყო. აქციის მონაწილეებმა ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარის მიმართ გამოხატეს პროტესტი და მოითხოვეს პოლიტიკური პატიმრების, ასევე ”ბოლოტნაიას საქმის” გამო დაპატიმრებულების განთავისუფლება. 2012 წლის 6 მაისის დემონსტრაცია გაიმართა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით გამარჯვების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით. შარშან მოხდა დაპირისპირება პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის. განვლილი წლის განმავლობაში 28 ადამიანს წარუდგინეს „ბოლოტნაიას საქმესთან“ დაკავშირებული ბრალდებები, ბრალდებულთა დაახლოებით ნახევარი პატიმრობაშია. დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეთა რაოდენობა წინასწარ 30 ათასი ადამიანით განისაზღვრა. მოსკოვში ახალ არბატზე დღეს ნახევარი საათის განმავლობაში ეკიდა ბანერი ”ბოლოტნაიას საქმეზე” დაპატიმრებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. მოსკოვის მერიამ დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს მხოლოდ შეკრების უფლება დართო. ორშაბათის მიტინგე მოხდა მცირე მასშტაბის შეხლა-შემოხლა. არავინ დაშავებულა. ამ საქმის გამო სოლიდარობის აქციები გაიმართა დღეს არა მხოლოდ რუსეთის ქალაქებში, არამედ ბერლინში, ლონდონში, ჰელსინკიში, ისევე როგორც ვაშინგტონში.
XS
SM
MD
LG