Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირისპირ შეხვედრისას პირველმა პირებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა იმ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც ქართული და აზერბაიჯანული მხარე ერთობლივად ახორციელებენ. კერძოდ, პრეზიდენტებმა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ სარკინიგზო მაგისტრალს ორივე ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათი განცხადებით, ამ გზით საქართველო და აზერბაიჯანი ევროპას დაუკავშირდებიან, რასაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სტრატეგიული დატვირთვა აქვს და რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
XS
SM
MD
LG