Accessibility links

logo-print

რუსეთში ჯონ კერის ვიზიტი დაიწყო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩავიდა მოსკოვში, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ოფიციალური ინფორმაციით რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებების დროს ყურადღება სირიასა და ანტიტერორისტულ პრობლემებზე გამახვილდება. მოელიან, რომ რუსეთში ვიზიტის დროს კერი შეეცდება დაარწმუნოს რუსეთი, შეწყვიტოს ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა. მოსკოვში მყოფი კერი შეხვდება ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუს კოლეგებთან განიხილავს ბირთვული უსაფრთხოების, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის პრობლემებს.
XS
SM
MD
LG