Accessibility links

logo-print

ფილიპინებზე ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვა


სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა ფილიპინებზე ვულკან მაიონის ამოფრქვევისას. ვულკანი მაიონი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ის მაშინ ამოიფრქვა, როდესაც ვულკანზე 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სულ მცირე 7 ადამიანია დაშავებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ვულკანზე ადიოდნენ, ამოფრქვევის შედეგად კრატერთან ახლოს არიან ბლოკირებულნი. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.
XS
SM
MD
LG