Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში იზრდება ამომრჩეველთა მსვლელობებზე მომხდარი თავდასხმების მსხვერპლი


პაკისტანში 23 მდე გაიზარდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ კურამის თემურ რეგიონში ამომრჩეველთა მსვლელობებზე მომხდარი თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვი. სამშაბათს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ასევე, რომ საკმაოდ მაღალია დასახიჩრებულთა რაოდენობა, რომელიც 67 აღწევს. კვირას მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის ჯამიათ ულემა ეისლამიას მიერ იყო ორგანიზებული მსვლელობის დროს მოხდა აფეთქება, რომელიც ყველაზე სისიხლისმღვერლია ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო ძალადობის ფონზე. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. საპარლამენტო არჩევნები პაკისტანში კი 11 მაისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG