Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმების სერიას ერაყში 17 ადამიანი ემსხვერპლა


17 კაცი დაიღუპა ერაყში მომხდარი სამი თავდასხმის შედეგად მას შემდეგ, რაც პოლიციის ცნობით, მოიერიშეებმა ხელყუმბარები დაუშინეს სუნიტი მუსლიმი მლოცველების პროცესიას ორშაბათის საღამოს ლოცვის დასრულების შემდეგ. ერთი პოლიციელი და 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უფრო ადრე ქალაქ ჰუსაიას შიიტურ რაიონში, პოლიციის საგუშაგოსთან მომხდარი ორი დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. აფეთქებების შედეგად დაიჭრა 33 კაზე მეტი. პასუხისმგებლობა ტერაქტებზე არავის აუღია. გასულ კვირაში გაეროს მისიამ ერაყში განაცხადა, რომ აპრილი ყველაზე სისხლისმღვრელი თვე აღმოჩნდა 2007 წლის შემდეგ. ქვეყნის მასშტაბით მომხდარი თავდასხმებისა და ძალადობის სხვა აფეთქების შედეგად 712 კაცია დაღუპული.
XS
SM
MD
LG