Accessibility links

logo-print

პაკისტანში თავდასხმა მოეწყო ისლამისტ კანდიდატზე


აფეთქებამ, რომლის სამიზნეც ისლამისტი პოლიტიკოსი იყო, სულ მცირე რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. როგორც სამშაბათს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა აბდულ ჰამიდ ხატაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას თავდასხმა ისლამისტ კანდიდატ მუფთი სიად ჯანანზე ხაიბერ პახტუნტყვის პროვინციაში მოეწყო. „აფეთქება ადგილობრივი დროით 11:45 წუთზე მოხდა, როდესაც ისლამისტური ჯამიათ ულემა ე ისლამის პარტიის კანდიდატის მუფთი საიდ ჯანანის კამპანიის მხარდამჭერთა მსვლელობა ზენიტში იყო. მოტოციკლზე მჯდარმა თვითმკვლელმა დანაღმული ჟილეტი მსვლელობის შუაგულში ააფეთქა. მუფთი გადაურჩა დაზიანებას, თუმცა არის რამდენიმე დაღუპული. ზუსტად ვერ გეტყვით მსხვერპლის რაოდენობას, რადგან ვაგრძელებთ დაღუპულთა მოძიებას, საავადმყოფოებში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა“. მემარჯვენე ისლამისტური ჯამიათ ულემა ე ისლამია ცნობილია თავისი სიმპათიებით თალიბანისადმი. პროვინციის ისლამისტური პარტიის დეპუტატობის კანდიდატზე ეს უკვე მეორე თავდასხმაა.
XS
SM
MD
LG