Accessibility links

logo-print

აშშ-ში ვიზიტი დაასრულა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ


ნიუ-იორკში ვიზიტი დაასრულა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იყო გაეროს ფარგლებში საქართველოსთვის აქტუალური საკითხების განხილვა როგორც ორგანიზაციის, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. ერთი კვირის განმავლობაში დავით ზალკალიანი შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლებს, ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს. ზალკალიანმა ნიუ-იორკში გაიმართა 50-მდე ორმხრივი შეხვედრა საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთანაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ რეზოლუციას და მისი მხარდაჭერის საკითხს.
XS
SM
MD
LG