Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია


საქართველოში იმყოფებიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვოლფგანგ გროსრუკი, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ჟოაო სუარეში, ასამბლეის გენერალური მდივნის მოადგილე ტინა შონი და საპარლამენტო ასამბლეაში ავსტრიის და პორტუგალიის დელეგაციების მდივნები. სამდღიანი ვიზიტისას დაგეგმილია მათი შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პარლამენტის და მთავრობის წევრებთან, საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათ შორის სასამართლო სფეროში, სიტუაციაზე კონფლიქტურ რეგიონებში და შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის მომზადებაზე.
XS
SM
MD
LG