Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა „მიუღებელი“ უწოდა საავიაციო იერიშებს სირიაზე


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ისრაელის საავიაციო იერიშებს სირიის წინააღმდეგ მიუღებელი უწოდა. კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ერდოანმა სამშაბათს აღნიშნა, რომ არც ერთი მიზეზით არ შეიძლება ასეთი ოპერაციის გამართლება. „ისრაელის საავიაციო იერიში დამასკზე სრულიად მიუღებელია. არ არსებობს მიზეზი, არ არსებობს წინაპირობა, რაც გაამართლებს ასეთ ოპერაციას. ეს რეიდები სხვა არაფერია, თუ არა კარგი შესაძლებლობა ასადისათვის, მისთვის ოქროს თეფშით მირთმეული კოზირი,“ - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. ერდოანი, რომელიც ბაშარ ალ ასადის მკაცრი კრიტიკოსია, მიიჩნევს, რომ მსგავსი იერიშების შესაძლებლობას მისცემს სირიის რეჟიმს, რათა დამალოს ოპონენტების ხოცვა-ჟლეტვა. კვირას ერდოანმა სირიის ლიდერს „ყასაბი“ უწოდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რათა ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ რეჟიმის მიერ ჩადენილ მკვლელობებს.
XS
SM
MD
LG