Accessibility links

logo-print

რუსეთის „ლევადა ცენტრი“ უარს ამბობს „უცხოეთის აგენტად“ დარეგისტრირებაზე


რუსეთის „ლევადა ცენტრის“ დირექტორი ლევ გუდკოვი აცხადებს, რომ ორგანიზაცია არ პირებს „უცხოეთის აგენტად“ დარეგისტრირებას. როგორც „ეხო მოკსვის“ საიტზე წერს გუდკოვი, ცენტრი არ მალავს, რომ ღებულობდა უცხოურ გრანტებს და მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო პროექტებში. როგორც გაზეთი „იზვესტია“ წერს, რუსეთის გენერალურმა პროკურატურა, შემოწმების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ „უცხოურ აგენტად“ ჩათვალოს „იური ლევადას სახელობის ანალიტიკური ცენტრი.“ თუმცა, როგორც ლევ გუდკოვმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ორგანიზაციას გენერალური პროკურატურისაგან არავითარი შეტყობინება არ მიუღია.
XS
SM
MD
LG