Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ბუდანოვის მკვლელს


მოსკოვის სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლკოვნიკ იური ბუდანოვის მკვლელს იუსუპ ტემერხანოვს, რომელიც სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. სასამართლოზე ტემერხანოვმა უარყო ბრალდებები. მანამდე გამამტყუნებელი განაჩენი მას ნაფიცმა მსაჯულებმაც წაუყენეს. ტემერხანოვის ადვოკატმა მუსა მურადოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეეცდება მიაღწიოს უსამართლო განაჩენის შეჩერებას. რუსეთის არმიის ოფიცერი ბუდანოვი 2011 წლის 26 აგვისტოს მოკლეს მოსკოვში. იგი ადრე სასჯელს იხდიდა ჩეჩენი გოგოს ელზა კუნგაევის მკვლელობის გამო. თუმცა, პოლკოვნიკი პატიმრობიდან მოგვიანებით ვადამდე-პირობითი სასჯელით განთავისუფლდა.
XS
SM
MD
LG