Accessibility links

logo-print

სააკაშვილი ენერგეტიკის საკითხში პრემიერისგან „ამომწურავ განმარტებებს“ ელოდება


რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა ენერგეტიკის თვალსაზრისით, ეს არის საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბაქოში ჩასვლის წინ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს "ძალიან უცნაური განცხადება" იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანზე ენერგოდამოკიდებულება და, როგორც სერიოზულ ალტერნატივა, განიხილოს რუსეთის გაზის შემოტანა.
„დღეს, როდესაც უკრაინამაც კი დაიწყო სხვა წყაროებიდან გაზის შეტანა, როდესაც მთელი ევროპა ცდილობს, თავი დააღწიოს რუსეთისგან დამოკიდებულებას, საქართველოს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას მძიმე წარსულში. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი წყარო, რომლის მესვეური გადაწყვეტს, როგორც ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, რომ არ მოსწონს ჩვენი პოლიტიკა და ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს ჩაგვაბნელებს, გაგვყინავს და მიწასთან გაგვასწორებს",-განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერისგან ამომწურავ განმარტებას ელოდება. განცხადება რუსული გაზის შესაძლო შემოტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გააკეთა.
XS
SM
MD
LG