Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი სირიაზე კონფერენციას ჩაატარებენ


რუსეთმა და აშშ–მა განაცხადეს, რომ ხელს შეუწყობენ სირიელ მეამბოხეებსა და მთვარობას გამართონ მოლაპარაკებები, შეწყვიტონ სისხლისღვრა და იმსჯელონ ქვეყნის პოლიტიკურ გარდაქმნაზე. აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი იმუშავებენ მიმდინარე თვეში საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებაზე. კერის განცხადებით, საერთაშორისო შეკრებაზე მსჯელობა დაეფუძნება გასულ წელს ჟენევაში შედგენილ გეგმას დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ.
XS
SM
MD
LG