Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშარ ალ-ასადი - სირიას შესწევს უნარი გაუმკლავდეს ”ისრაელის აგრესიას”


სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ სირიას შესწევს უნარი ”ისრაელის აგრესიას” გაუმკლავდეს. ასადი დამასკში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ალი აკბარ სალეჰის შეხვდა და ისრაელის საჰარეო იერიშებზე პირველი კომენტარიც ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გასულ კვირაში ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშები განახორციელა. დაბომბა დამასკთან მდებარე სამხედრო ობიექტებიც. ასადმა ისრაელი ”ტერორისტების” მხარდაჭერაში დაადანაშაულა. სირიის პრეზიდენტი ისრაელს საპასუხო ქმედებით არ დამუქრებია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ”სირია ამ კრიზისიდან გამარჯვებული გამოვა”.
XS
SM
MD
LG